მენეჯმენტის საფუძვლები.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში საწარმოების (ორგანიზაციების) ფუნქციონირებისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია მმართველობითი საქმიანობა. საქონლის წარმოებისა და რეალიზაციის ობიექტური მოთხოვნების, სამეურნეო კავშირების გართულების, საწარმოების სამეურნეო (ეკონომიკური) საქმიანობის (ბიზნესის) მნიშვნელობის ამაღლების შესაბამისად მუდმივად ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის სრულყოფა. უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინებს: «საწარმო», «ორგანიზაცია» იყენებენ ერთი და იმავე მნიშვნელობით. უცხოურ ლიტერატურაში მეტწილად ხმარობენ «ფირმას». საერთოდ მენეჯმენტის თეორიასა და პრაქტიკაში მიღებულია ტერმინი «ორგანიზაცია».თანამედროვე ეკონომიკური აზროვნების დამახასიათებელი თავისებურებაა ყურადღების გამახვილება ბიზნესის რაციონალური გაძღოლის უზრუნველყოფის მიმართულებით საწარმოს (ფირმის) დონეზე რესურსების შეზღუდულობის პირობებში. საქმე ის არის, რომ საჭირო ხდება მაღალი საბოლოო შედეგების მიღწევა მინიმალური დანახარჯებით, ბიზნესის განვითარების ინტენსიფიკაცია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის უახლესი მიღწევების ფართოდ გამოყენებით.

   განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინდივიდუალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, მუშაკთა დაინტერესება ფირმის მიზნების შესასრულებლად. ყოველივე ეს ფირმებისაგან მოითხოვს ადაპტირებას ახალ საბაზრო პირობებთან, უწინარეს ყოვლისა, საქმე ეხება მართვის ისეთ სისტემას (პრინციპებს, ფუნქციებს, მეთოდებს, ორგანიზაციულ სტრუქტურას), რომელიც განპირობებულია მეურნეობრიობის საბაზრო მექანიზმის კანონზომიერებებით.
    წიგნი რეკომედებულია სახელმძღვანელოდ საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, რომლებიც ეუფლებიან სპეციალობებს ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში, აგრეთვე პრაქტიკოსი მუშაკებისათვის, რომლებიც იმაღლებენ კვალიფიკაციას ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროებში


                                                                                      გადმოწერა





0 comments:

Post a Comment