დასაწყისი: თავდაპირეველად ის ქრისტოფერ ბელიუ იყო. კოლეჯში რომ სწავლობდა,
ქრის ბელიუდ იქცა. უფრო მოგვიანებით, სან-ფრანცისკოს ბოჰემურ წრეებში,
კიტ ბელიუ შეარქვეს; ბოლოს კი სმოკ ბულიუ გახდა და სხვა სახელით აღარც
იხსნიებდნენ.
მისი სახელის ევოლუცია მისივე ევოლუციის გამომსახველია. Mმას რომ
მოსიყვარულე დედა და კაჟივით მაგარი ბიძა არა ჰყოლოდა, ანდა ჯილეტ
ბელემისაგან წერილი არ მიეღო _ არაფერიც არ მოხდებოდა.
„ეს-ესაა „ტალღის“ ნომერს ვათვალიერებდი, _ პარიზიდან იწერებოდა
ჯილეტი, _ ო' ჰარა, რა თქმა უნდა, საქმეს თავს გაართმევს, მაგრამ, ჯერ კიდევ
ყველა ფანდი არ იცის. _ ამას მოსდევდა ვრცელი რჩევა-დარიგება, როგორ
უნდა გაეუმჯობესებინათ მაღალი საზოგადოების ეს ყოველკვირეული
ორგანო, რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებდნენ. _ წადი ო' ჰარასთან და
მოელაპარაკე. მე ნუ მახსენებ, ყველაფერი შენი სახელით შესთავაზე, თორემ
თავის პარიზელ კორესპონდენტად მაქცევს, ეს კი ხელს არ მომცემს. მე დიდ
ჟურნალებში ვთანამშრომლობ, სადაც ნაღდ ფულს მიხდიან. ყველაზე უმალ ის
დოყლაპია მოიშორეს თავიდან, კრიტიკულ წერილებს, რომ უწერს მუსიკისა
და ხელოვნებაზე, მერე, ნუ დაივიწყებს, რომ სან-ფრანცისკოს ყოველთვის
ჰქონდა საკუთარი ლიტერატურა, ახლა კი აღარაფერი გააჩნია. მიიკითხ-
მოიკითხეს, გამოძებნოს ვინმე ბრიყვი, რომელიც რეგულარულად მიაწვდის
ახალ-ახალ მოთხრობებს, რომანტიკული გზნებით აღსავსეს, მომხიბვლელსა
და ჭეშმარიტად სან-ფრანცისკული კოლორიტით გაჟღენთილს“.
გადმოწერა Download
0 comments:
Post a Comment