მეფე მათიუშ პირველი

ავტორები:კორჩაკი, იანუშ

იანუშ კორჩაკი პოლონელი ებრაელი მწერლის, ჰენრიკ გოლდშმიტის ლიტერატურული ფსევდონიმია. მისი სიცოცხლე და სიკვდილი XX საუკუნის ლეგენდადაა ქცეული. იანუშ კორჩაკის თაოსნობით ვარშავაში აგებულ ობოლთა სახლში მწერალი თავადვე ასწავლიდა ებრაელ ბავშვებს. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, ფაშისტებმა ვარშავა დაიპყრეს და ობოლთა სახლი გეტოში გადაბარგდა, თუმცა მალე მათი "გასახლების" ანუ გაზის კამერებში შეყრის ბრძანება გასცეს... იანუშ კორჩაკი შეიწყალეს, მაგრამ მწერალმა თავისი ბავშვები არ მიატოვა და გაზის კამერაში შეჰყვა...

"მეფე მათიუშ პირველი" მწერლის ყველაზე ვრცელი ნაწარმოებია. ნახევრად რეალური, ნახევრად ზღაპრული, ბავშვებისადმი უდიდესი სიყვარულით სავსე მშვენიერი ამბავი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე და, როგორც თავად ბავშვობა, ნებისმიერ ასაკში სევდიანი ღიმილით ახსენებს თავს.



                                                               გადმოწერა Download

0 comments:

Post a Comment