ავტორი: პაულო კოელიო
დასახელება: 11 წუთი
ენა: ქართული
ფორმატი: pdf
ფაილის ზომა: 1,3 mb
შესავალი: 2002 წლის 29 ივნისს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდი ამ წიგნის ხელნაწერში, ლურდში გავემგზავრე იქაური სასწაულმოქმედი წყაროს წყლის ასაღებად. და აი, იქ, საკურთხეველთან, ერთმა სამოცდაათ წელს მიტანებულმა კაცმა მკითხა: „თქვენთვის ალბათ უთქვამთ, რომ ძალიან ჰგავხართ პაულო კოელიოს“. „პაულო კოელიო მე ვარ“, — მივუგე მე. მაშინ ის კაცი გადამეხვია, მეუღლესა და შვილიშვილთან წარმადგინა და მითხრა, რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში ჩემმა წიგნებმა — „ისინი ოცნებას მაიძულებენ“. პირველად როდი მსმენია ეს სიტყვები, ყოველთვის მახარებდა მათი მოსმენა, მაგრამ ამჯერად ძალიან დავიბენი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს ახალ წიგნს ერთდროულად შეეძლო ადამიანის შეცბუნებაც, შოკში ჩაგდებაც და გულის ტკენაც. მე წყაროსთან მივედი, წყალი ავიღე, უკან დავბრუნდი და ამ კაცს ვკითხე, სად ცხოვრობდა (აღმოჩნდა, რომ საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბელგიის საზღვარზე). ჩავიწერე ასევე მისი სახელი. ეს წიგნი გეძღვნებათ თქვენ — მორის გრაველინ. მე მოვალე ვარ თქვენი, თქვენი მეუღლის, თქვენი შვილიშვილის და ასევე საკუთარი თავისაც: მე უნდა ვილაპარაკო იმაზე, რაც მაფიქრებს და მაწუხებს და არა იმაზე, რისი გაგონებაც სურთ ჩემგან. ზოგი წიგნი ოცნებას გვაიძულებს, ზოგი რეალობასთან გვაახლოებს, მაგრამ ყოველი მათგანი ავტორისათვის უმთავრესი გრძნობით — გულწრფელობით — არის განმსჭვალული.
გადმოწერა

0 comments:
Post a Comment