ქედმაღლობითაც შეიძლება სიყვარულს მისწვდე.
ჟილ ვისენტე (დაახლ. 1470-1536),
ცნობილი პორტუგალიელი
დრამატურგი და პოეტი-სატირიკოსი)
შესავალი:
იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ, სანტიაგო ნასარი დილის ექვსის ნახევარზე
ადგა, რათა გემით მომავალ ეპისკოპოსს დახვედროდა ნავსადგურში. დაესიზმრა,
ვითომ ლეღვის ხეების ტევრში მიაბიჯებდა, სასიამოვნოდ ცრიდა და სულ რაღაც
ერთი წამით ბედნიერი იყო, მაგრამ გამოღვიძებულს ისეთი განცდა აჰყვა, თითქოს
ჩიტების სკორეში ამოსვრილიყოს. „ხშირად ესიზმრებოდა ხეები, — მითხრა
დედამისმა პლასიდა ლინერომ ოცდაშვიდი წლის შემდეგ, როდესაც წვრილად
იგონებდა იმ დაწყევლილ ორშაბათ დღეს, — სიკვდილამდე ერთი კვირით ადრეც
დაესიზმრა, ვითომ კალის თვითმფრინავით დაფრინავდა ნუშის ხეებში და ეშინოდა,
ტოტებს არ გამოსდებოდა“. ეს ქალბატონი უბადლო ამხსნელი იყო სხვათა
სიზმრებისა, თუკი უზმოზე უამბობდნენ ამ სიზმრებს. ვაჟიშვილის ამ ორ სიზმარსა
და სიკვდილის წინა დღეებში დილაობით ნაამბობ სხვა სიზმრებში ნანახი ხეები კი
რატომღაც ცუდად არ ენიშნა ქალს.
გადმოწერა

0 comments:
Post a Comment