ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა - ჯოან როულინგი ( I ნაწილი)

1981 წლის 1 ნოემბერი. პროფესორი ალბუს დამბლდორი და პროფესორი მინერვა მაკგონაგელი ერთმანეთს ხვდებიან ნომერ 4 სახლთან, ლიტლ უინგინგში, სურეის საგრაფოში. ისინი საუბრობენ ჯადოსნურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე.ვოლდემორტი, ყველა დროის ყველაზე ძლიერი და ბოროტი ჯადოქარი, დამარცხებულია. მაგრამ მან ასევე შეიწირა ლილი და ჯეიმზ პოტერები. მათი შვილი, ჰარი, გადარჩა, მაგრამ ვოლდემორტისგან შუბლზე დარჩა ელვის მსგავსი ნაიარევი. დამბლდორი თვლის, რომ ჰარი უნდა გაიზარდოს ჯადოსნური სამყაროსგან შორს, რადგანაც მას უწერია ბევრი ადამიანის ბედის გადაწყვეტა. დამბლდორის მეგობარი, ჰოგვორტსელი ნახევარგოლიათი ჰაგრიდი მათთან მოიყვანს პოტერების ბავშვს. ჰარი მოხვდება ნათესავებთან - დეიდა პეტუნიასთან და მის ქმართან, ვერნონთან. მათ საკუთარი შვილიც ჰყავთ - განებივრებული დადლი.
დერსლის ოჯახს არ უყვარს მაგია და ყველანაირად უმალავს ჰარის, რომ მას მაგიური შესაძლებლობები გააჩნია. მთელი ოჯახი ჰარის ცუდად ეპყრობა. 11-ე დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ჰარისთან ჩნდებიან ბუები, რომლებსაც მასთან წერილები მოაქვთ. ვერნონი ანადგურებს ყველა წერილს, მაგრამ ისინი კვლავ იყრება. საბოლოოდ, ჰარის გადამალავენ პატარა კუნძულზე, მაგრამ ღამით იქ ჩნდება ჰაგრიდი, რომელიც უამბობს ჰარის სიმართლეს მის წარმომავლობაზე და იმაზე,რომ მისი მშობლები მოკლა ვოლდემორტმა, რომლისაც ყველას ეშინია (მიუხედავად მისი სიკვდილისა).ჰაგრიდს ჰარი თან მიჰყავს ჰოგვორტსის სკოლაში.
ჰაგრიდი და ჰარი მიემართებიან გრინგოტსის ბანკში, სადაც ჰარის მშობლების მიერ დატოვებული ფულის ნაწილი გამოიყენება სწავლისათვის საჭირო ნივთების შესაძენად. ბანკში ასევე ინახება ფილოსოფიური ქვა. მოგვიანებით მოქმედებაში პირველად ჩნდება დრაკო მალფოი, რომელიც მაგლებს (არაჯადოქრებს) უხეშად ექცევა. ჰაგრიდი უხსნის ჰარის, რომ ჰოგვორტსში ჩასვლისას სტუდენტების გადაანაწილებენ ოთხ სხვადასხვა ფაკულტეტზე - გრიფინდორში, რეივენკლოში, ჰაფლპაფში ან სლიზერინში. ჰაგრიდის თქმით, გრიფინდორი საუკეთესო ფაკულტეტია, სლიზერინი კი - ყველაზე ცუდი.
ჰარი ყიდულობს ჯადოსნურ ჯოხს. ოლივანდერი, მაღაზიის მფლობელი ამჩნევს, რომ ვოლდემორტისა და ჰარის ჯადოსნურ ჯოხებში ერთსა და იმავე ფენიქსის კუდის ბუმბულებია გამოყენებული. ჰარი ბრუნდება დერსლის ოჯახში და სულ მალე მიდის კინგს კროსის სადგურის ბაქანზე (აქ უნდა აღინიშნოს, რომ მას მისტიური ნომერი აქვს - 9 ¾), რომელიც მას ჰოგვორტსში წაიყვანს.
გზად იგი გაიცნობს რონ უისლისა და მის ოჯახს. ასევე მათ შეუერთდება ჰერმიონ გრეინჯერი, მაგლი გოგონა. მატარებელში მყოფი დრაკო მალფოი დასცინის მაგლებს და საქმე თითქმის ჩხუბამდე მიდის. მაგრამ რონის ვირთხა კბენს მალფოის მეგობარს და იგი გადაიფიქრებს ამ ჩხუბში ჩართვას. ამ დროიდან დრაკო ჰარის, რონისა და ჰერმიონის მტერი ხდება.
                                                              გადმოწერა

0 comments:

Post a Comment