ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი . ჯოან როულინგი ( II ნაწილი)

     მეორე რომანის მოქმედება იწყება ჰარის 12-ე დაბადების დღეს, 1992 წლის 31 ივლისს. რაც ზაფხული დაიწყო, ჰარის რონისგან თუ ჰერმიონისგან არც ერთი წერილი არ მიუღია. არც დაბადების დღეს ულოცავს ვინმე, რასაც დადლი დასცინის. ძია ვერნონს არც კი ახსოვს ეს დღე. იგი მოსთხოვს ჰარის, იჯდეს თავის ოთახში და არსად გავიდეს, რადგან მას უნდა ეწვიოს რამდენიმე ბიზნეს-პარტნიორი, რომლებთანაც ვერნონმა მნიშვნელოვანი კონტრაქტი უნდა დადოს.
მაგრამ უეცრად ჩნდება ელფი დობი, რომელიც ჰარის ჰოგვორტსში საშიშროების შესახებ აფრთხილებს. ის ცდილობს, გადააფიქრებინოს ბიჭუნას ჰოგვორტსში დაბრუნება და, რა მიიღებს უარს, ვერნონს მთელ შეხვედრას ჩაუშლის, სტუმრებზე ტორტის ჩამოგდებით. ჰარი დასჯილია და ჩაკეტილია საკუჭნაოში. სამი დღის შემდეგ მას მამის კუთვნილი მფრინავიფორდით აკითხავენ ფრედი, ჯორჯი და რონ უიზლები. ჰარი გადარჩენილია და მათ სახლში მიემგზავრება. გზად ისინი მოუთხრობენ, რომ დობი ალბათ მალფოების ელფია, რომლებმაც აიძულეს ის, მისულიყო ჰარისთან და მოეტყუებინა. დრაკო მალფოის მამა, ლუციუსი, ოდესღაც ვოლდემორის დამხმარე იყო, მაგრამ ბნელი მაგის დამარცხების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ მის ბოროტ ქმედებებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
არდადეგების დარჩენილ დღეებს ჰარი ატარებს უიზლების ოჯახთან, რომელიც მას ეპყრობა, როგორც საკუთარ შვილს. რონის მამა, არტურ უიზლი ჰარის მეგობარი ხდება. იგი მაგლების (არაჯადოქრების წარმომადგენლების) გამოგონებებით ინტერესდება. აღმოჩნდება, რომ ჰოგვორტსში ამ წელს სწავლას იწყებს უიზლების უმცროსი და, ჯინი, რომელიც ჰარის ყოველ დანახვაზე შეცბუნებულია.
ჰარი და უიზლების ოჯახი მფრინავი საფანტის დახმარებით მიემგზავრებიან მრუდე ქუშაზე. მაგრამ ბუხარში ქუშის სახელწოდების არასწორად წარმოთქმის გამო, ჰარი მრუმე ქუჩაზე ამოჰყოფს თავს, ამაზრზენ მაღაზიაში გორბინი და ბერკესი. იქ ჰარი კარადიდან უთვალთვალებს მაღაზიაში შემოსულ დრაკოსა და მის მამას. ლუციუსი ქაღალდის უცნაურ ნაგლეჯს ყიდულობს. მაღაზიიდან გამოსულ ჰარის გადაარჩენს ჰაგრიდი. მისი დახმარებით ჰარი კვლავ პოულობს უიზლებს, ასევე ჰერმიონსა და მის მშობლებს. უიზლი დიდი ინტერესით ესაუბრება ჰერმიონის დედას და მამას, რომლებიც ნამდვილი მაგლები არიან.
ერთი საათის შემდეგ წიგნის მაღაზიაში მისული ჰარი და მისი მეგობრები აღმოაჩენენ ლუციუსსა და დრაკოს. აღმოჩნდება, რომ ლუციუსს ეზიზღება არტური სიღარიბისა და მაგლებთან მეგობრობის გამო. თავდაპირველად იწყება ჩხუბი ჰარისა და დრაკოს, შემდეგ კი - არტურსა და ლუციუსს შორის. ლუციუსი ამ ჩხუბის დროს დასცინის ჰერმიონის მშობლებს, რომლებსაც, მისი თქმით, არ შეუძლიათ კარგი სახელმძღვანელოს ყიდვა, დაფლეთილის მაგივრად.

                                                          გადმოწერა

0 comments:

Post a Comment