მესამე წიგნის მოქმედება იწყება 1993 წელს, ჰოგვორტსის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ. დაბადების დღეზე ჰარის საჩუქრად უგზავნიან ბევრ საინტერესო სიურპრიზს, მათ შორის, მონსტრების წიგნს, რომელიც ცოცხალია და იკბინება.
დურსლებთან სტუმრობს დეიდა მარჯი, ძია ვერნონის და. ვერნონი ჰპირდება ჰარის რომ თუ ის არ მოიქცევა წესიერად, გაგზავნილი იქნება წმინდა ბრუტუსის სახელობის სკოლაში. მაგრამ ბრენდის დალევის შემდეგ დამთვრალი მარჯი ძალიან აბრაზებს ჰარის თავისი გამონათქვამებით მის მშობლებზე და ჰარი, ძალაუნებურად, წინააღმდეგობის გაწევის დროს შეულოცავს. სასწაულებრივი შელოცვისგან მარჯი იბერება ისე, რომ აფრინდება ჭერამდე. განაწყენებული ჰარი იღებს თავის ნივთებს და მიდის სახლიდან.
სიბნელეში ის დიდ შავ ძაღლს ხედავს და შემთხვევით იძახებს ჯადოსნურ ავტობუსს სახელწოდებით 'ღამის რაინდი'. მისი კონდუქტორია სტენ შანპაიკი. იგი უხსნის ჰარის, რომ ავტობუსს ჯადოქრების მიყვანა შეუძლია ყველგან, სადაც მათ ეს დასჭირდებათ. ჰარი გადაწყვიტავს მრუდე ქუჩაზე წავიდეს. გზად იგი შეიტყობს, რომ აზკაბანის ციხიდან გაქცეული სირიუს ბლექი არის საშიში ბნელი მაგი, რომელიც ვოლდემორის მიმდევარია და პატიმრობა მისჯილი ჰქონდა 13 ადამიანის მოკვლის გამო.
'გახვრეტილ კარდალაში' ჰარი ხვდება კორნელიუს ფაჯს, მაგიის მინისტრს. ფაჯი უკვე ელოდება მას და ჰარის ეშინია, რომ მაგლების თანდასწრებით მაგიის გამოყენებისათვის იგი დასჯილი იქნება, მაგრამ გაკვირვებულია, როდესაც ფაჯი უპასუხებს 'დეიდების გაბერვის გამო აზკაბანში ხალხს არ ვსვავთ'. სკოლის დაწყებამდე ჰარი რჩება 'კარდალაში' და ქირაობს ოთახს, პარალელურად კი სკოლისათვის ემზადება და სხვადასხვა საჭირო ნივთს ყიდულობს.
ჰარის ხვდებიან ჰერმიონა და რონი. ჰერმიონის კატა კნიზლი პირველივე წამებიდან უარყოფითად განეწყო რონის ვირთხის, სკებერსის მიმართ.
ჰოგვორტსში დაბრუნების გზად, მატარებლის 'ჰოგვორტს ექსპრესი' კუპეში, სადაც ბავშვების გარდა უცნობი მამაკაცი ზის, ჩნდება დემენტორი. გონს მოსული ჰარი მგზავრისგან, რომელიც აღმოჩნდება პროფესორი ლუპინი, შეიტყობს, რომ დემენტორები არიან აზკაბანის მცველები.
სასწავლო წლის დაწყებისას ცნობილი ხდება, რომ ლუპინი ამ წელს იქნება ბნელი ძალებისგან დაცვის ლექტორი, ხოლო დემენტორები დაიცავენ ჰოგვორტსს, რადგან არის სირიუს ბლეკის გამოჩენის საშიშროება.
ჰაგრიდის პირველი გაკვეთილი ჩაშლილია - იგი უხსნის ბავშვებს, როგორ უნდა მოიქცნენ ჰიპოგრიფთან, მაგრამ დრაკო მალფოი არსებას უხეშად მიმართავს და დაჭრილია ხელში მისი ნისკარტით. მაგრამ სინამდვილეში მალფოის თითქმის არაფერი დამართნია. ამასთან ის ურჩევს ჰარის, ბლეკს გაუსწორდეს, შური იძიოს.
ლუპინის გაკვეთილზე წარდგენილია არსება ბოგარტი - რომელიც ყოველთვის იქცევა რომელიმე ნივთად, ადამიანად ან ცხოველად, რომლისაც ეშინია მასზე შემხედვარეს. მაგრამ ლუპინი ჰარის ბოგარტის ნახვის საშუალებას არ აძლევს, რადგან ეშინია, რომ ის ვოლდემორად გადაიქცევა. იმავე საღამოს აღმოჩნდება, რომ გრიფინდორის ოთახის კარი, რომელზეც ფუმფუშა ქალბატონია გამოსახული, ვიღაცამ დაგლიჯა. ყველა გაოცებულია და ეჭვი აქვს, რომ ბლეკმა მაინც შეაღწია სკოლაში, მიუხედავად იქ დემენტორების ყოფნისა. ქალბატონის ადგილს იკავებს სერ კედოგანი, შეშლილი რაინდი..........
0 comments:
Post a Comment