ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები. ჯოან როულინგი (VII ნაწილი)


ვოლდემორთან შეკრების შემდეგ სიკვდილის მხვრელები გადაწყვიტავენ ჰარის თავს დაესხან მაშინ, როდესაც იგი ფენიქსის ორდენის წევრები მას ერთ-ერთი წევრის ოჯახში გადაიყვანენ. ისინი თავს ესხმიან ჰარისა და მის მეგობრებს გადაფრენისას, რასაც ეწირება ბუ ჰედვიგი. ჰარის ჯადოსნური ჯოხი მოულოდნელ შელოცვას ისვრის და ბნელი მბრძანებლის ჯოხი, რომელიც მან ლუციუს მალფოისგან აიღო, იმტვრევა.
ბილ უისლის ქორწილის წინ მეგობრების სამეულს აკითხავს მაგიის მინისტრი რუფუს სკრიმჯერი, რომელმაც ბავშვებს უნდა გადასცეს დამბლდორის ანდერძით გათვალისწინებული ნივთები - გოდრიკ გრიფინდორის ხმალი, წიგნის ბარდ ბიდლის ზღაპრებიდელუმინატორი (შუქის შეწოვის და გამოშვების მოწყობილობა) და ჰარის მიერ პირველად დაჭერილი სნიჩი. მაგრამ ხმალს ჰარის არ აძლევენ, რადგან ის დამბლდორს არ ეკუთვნოდა. ქორწილში ჰარი გაიცნობს ლუნა ლავგუდის მამას, ქსენოფილიუსს, რომელსაც გულზე დამაგრებული აქვს უცნაური სამკუთხედი ნიშანი.
ამ დროს საზარელი ამბები მჟღავნდება: სკრიმჯერი მოკლულია, ვოლდემორი აკონტროლებს სამინისტროს, ხოლო სიკვდილის მხვრელები თავად ჩნდებიან ქორწილში. ჰერმიონი, რონი და ჰარი ტრანსგრესირების დახმარებით ლონდონში ინაცვლებენ, სადაც სახლდებიან გრიმოს მოედანზე. ჰარის ბრძანებით ელფი კრიჩერი (რომელიც ამიერიდან მას ემსახურება) პოულობს მუნდუნგუს ფლეტჩერს და სირიუსის სახლში მოჰყავს. მუნდუნგუსი აღიარებს, რომ ნამდვილი ჰორკრუქსი-მედალიონი (რომელსაც ბავშვები ეძებენ) ქრთამის სახით გადასცა სამინისტროს თანამშრომელდოლორეს ამბრიჯს.
მცირე მომზადების შემდეგ მეგობრები მრავალწვნიანი სასმელის დახმარებით ემსგავსებიან სამინისტროს თანამშრომლებს და უპრობლემოდ შედიან შენობაში. ისინი იპარავენ მედალიონს ამბრიჯისგან. იმ წუთებიდან მეგობრები იძულებულები არიან, ყოველი დღე გაატარონ საზოგადოებისგან შორს, ტყეებში, კარავში, შეიცვალონ ადგილსამყოფელი და დამცავი შელოცვების იმედი იქონიონ.
მეგობრები მორიგეობით ატარებენ გულზე მედალიონს და მორიგეობით ყარაულობენ ღამ-ღამობით კარავს. რონი, რომელზეც ჰორკრუქსი მეტად მოქმედებს, იწყებს წუწუნს და გაღიზიანებას. ჰარისთან და ჰერმიონთან შელაპარაკების შემდეგ იგი ტოვებს მათ და ქრება. მარტოდ დარჩენილი მეგობრები ეწვევიან გოდრიკის ღრმულს, სადაც გრიფინდორის ხმლის მოძებნის იმედი აქვთ. მაგრამ ვოლდემორის გველის, ნაგინისგან შეშინებულები, იქაურობას ტოვებენ.
ერთხელ ღამით, როდესაც ჰარი კარავს დარაჯობს, ის ხედავს პატრონუსს, რომელიც ძუ-ირემის ფორმას ატარებს. პატრონუსი ჰარის მიიყვანს გაყინულ ტბასთან, რომლის ფსკერზეც გრიფინდორის ხმალია დამარხული. ჰარი ჩაყვინთავს მის ამოსაღებად, მაგრამ ამ დროს მედალიონი-ჰორკრუქსი იწყებს მის გაგუდვას. მოულოდნელად ჩნდება დაბრუნებული რონი, რომელიც გადაარჩენს მეგობარს. ისინი ხმლით ერთად ანადგურებენ მედალიონს.
წიგნში ’ბარდი ბიდლის ზღაპრები’ ჰერმიონი ამჩნევს უცნაურ სამკუთხედ ნიშანს და მის შესახებ ქსენოფილიუს ლავგუდთან საუბრის სურვილი უჩნდება. ლავგუდების სახლში ქსენოფილიუსი ჰარის, რონს და ჰერმიონს უამბობს სამი ძმის ამბავს, რომლებიც შეხვდნენ სიკვდილს და საჩუქრად სამი მძლავრი ნივთი მიიღეს - დაუმარცხებელი ჯოხი, ქვა, რომელიც აცოცხლებს მკვდრებს და უჩინრად გადაქცევის მოსასხამი. აღწერის მიხედვით, ზუსტად ასეთი მოსასხამი აქვს ჰარის. წიგნში მოთავსებული ნიშანი სიკვდილის საჩუქრებს აღნიშნავს. ლავგუდების სახლს აკითხავენ ვოლდემორის მსახურები და მეგობრები სასწრაფოდ აპარაციით ბრუნდებიან ტყეში. ჰარი შემთხვევით წარმოთქვამს ვოლდემორის სახელს, რითაც გათქმავს სამეულის ადგილსამყოფელს. ჩნდებიან სიკვდილის მხვრელები და მეგობრები მიჰყავთ მალფოების სახლში, სადაც იძახებენ ვოლდემორს. მაგრამ ჰარი და მისი მეგობრები, იქ დაპყრობილ გობლინ გრიპჰუკთან, მისტერ ოლივანდერთან და ლუნა ლავგუდთან ერთად ელფ დობის დახმარებით ტყვეობიდან თავს დააღწევენ. გაქცევისას მათ გაჰყვება ბელატრისა ლესტრეინჯის მიერ ნასროლი დანა, რომელიც დობის სასიკვდილოდ დაჭრის.

                                                                      გადმოწერა


0 comments:

Post a Comment