პრემიერ-მინისტრი
ინგლისი, 1996 წლის ზაფხული. უცნაური მოვლენები ხდება, რასაც აბრალებენ პირადად პრემიერ მინისტრს (მას რომანში არ ასახელებენ, თუმცა ამ პერიოდში ეს იყო ჯონ მეიჯორი). მას ეწვევა კორნელის ფაჯი, მაგიის სამინისტროს ყოფილი მთავარი მინისტრი (მას ჩაენაცვლა რუფუს სკრიმჯერი). იგი აუწყებს თავის კოლეგას, რომ მაგლების სამყაროში უსიამოვნებებმა იმატეს ვოლდემორის დაბრუნებისა და მაგების მეორე ომის დაწყების გამო. მაგლების სამყარო საშიშროების ქვეშ არის და ამიტომ ინგლისის პრემიერ მინისტრს საიდუმლო დაცვა, აურორი კინგსლი შეკლბოლტი ეყოლება.
ზაფხული
ამასობაში ერთმანეთს ხვდებიან სევერუს სნეიპი, ბელატრის ლესტრეინჯი და ნარცისა მალფოი. სნეიპი დებს ფიცს, რომლითაც ამტკიცებს, რომ დრაკო მალფოის დაიცავს და დაეხმარება ყველაფერში, ვინაიდან არსებობს ეჭვი, თითქოს ვოლდემორმა დრაკო მალფოის რაღაც დავალება მისცა.
ალბუს დამბლდორი ამჯერად თავად ეწვევა დერსლებს და ჰარი თან მიჰყავს, თუმცა დერსლებს სთხოვს, კიდევ ერთხელ დაიტოვონ ჰარი, ვინაიდან მისი დედის დის, პეტუნიას სახლში იგი უსაფრთხოდ იქნება. ჰარი და დამბლდორი ეწვევიან პროფესორ სლაგჰორნს, რომელსაც მეექვსე სასწავლო წელს ალბუსი სთავაზობს მასწავლებლის სახით ჰოგვორტსში დაბრუნებას. ცნობილია, რომ სწორედ სლაგჰორნი ასწავლიდა ჰარის დედას, ლილის. ჰარის თხოვნით, სლაგჰორნი ბრუნდებოდა ჰოგვორტსში.
მოგვიანებით ჰარი ტრადიციულად, ზაფხულის ბოლომდე უისლების ოჯახს სტუმრობს. იგი შეიტყობს, რომ გამოცდებში ძირითადად დადებითი ქულები მიიღო. მაგრამ მისი ნიშნები არ აძლევს საშუალებას, სნეიპის კლასში წამლები ხარშოს, ხოლო მათი ხარშვა აუცილებელი პირობაა ნებისმიერი პიროვნებისათვის, რომელიც, როგორც ჰარი, აურორად მუშაობას აპირებს.
უისლის ოჯახი, ჰერმიონთან და ჰარისთან ერთად, მრუდე ქუჩას ეწვევა, საყიდლებისათვის. აღმოჩნდება, რომ ჰარის მიერ ნაჩუქარი მოპოვებული თანხით ძმებმა, ფრედმა და ჯორჯმა ჯადოსნური ფოკუსებისა და ხუმრობების მაღაზია ააშენეს. მეგობრები, რონი, ჰარი და ჰერმიონი ხედავენდრაკო მალფოის, რომელიც მაღაზია ბორჯინ და ბერკს-ს ეწვევა. მათთვის ეს ყველაფერი საეჭვოა.
ჰოგვორტს-ექსპრესით მგზავრობისას ჰარი შეიტყობს ’ლოქორების’ კლუბზე (სიტყვისგან Slug), რომელიც სლაგჰორნმა დააარსა და რომელშიც მხოლოდ საუკეთესო ჯადოქრები შედიან.
მალფოის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ჰარი მის კუპერში იპარება და, უჩინმაჩინის მოსასხამის დახმარებით, ისმენს დრაკოსა და მისი მეგობრების საუბარს. მალფოი ყველას წინაშე ამაყობს იმით, რომ რაღაც საქმე დაავალეს, რის გამოც შემდეგ წელს ჰოგვორტსში არ დაბრუნდება. მოგვიანებით იგი ამჩნევს პოტერს, მიუხედავად იმისა, რომ პოტერი საიმედოდ იყო დამალული და, მას შემდეგ, რაც მატარებელი ჰოგვორტსს მიუახლოვდება, სცემს, აშეშებს და ტოვებს კუპეში დაგდებულს, გონებაწასულს და გადაფარებულს უჩინმაჩინის მოსასხამით.
მატარებელი უნდა დაბრუნდეს უკან. სწორედ მაშინ ჰარის პოულობს ნიმფადორა ტონკსი, რომელიც ახლა უკვე ჰოგსმიდში მორიგეობს. მას შემდეგ, რაც ჰარის შელოცვას ხსნის, პოტერი მიემართება ჰოგვორტსში, სადაც აღმოაჩენს, რომ ბნელი ძალებისგან დაცვის ხელოვნების ლექტორად დაინიშნასევერუს სნეიპი, ხოლო სლაგჰორნი - წამლების ლექტორად. გამომდინარე იქიდან, რომ სლაგჰორნი არ მოითხოვს ამ სფეროში უმაღლეს ნიშნებს, ჰარის ეძლევა საშუალება, შეუდგეს წამლების ხარშვის შესწავლის ხელოვნებას. ამიერიდან ჰარისა და რონს სულ რამდენიმე ლექცია აქვთ. ესენია: ტრანსფიგურირება მინერვა მაკ-გონაგელთან, სევერუს სნეიპის ლექცია, პროფესორი პომონა სპრაუტი (მცენარეები), პროფესორი ფილიუს ფლიტვიკი (შელოცვები) და სლაგჰორნი. ჰერმიონი, თავის მხრივ, საკუთარი ლექციებით არის დაკავებული. გოლიათი ჰაგრიდი მათზე ოდნავ ნაწყენია იმის გამო, რომ ჯადოსნური არსებების შესწავლით არ დაინტერესდნენ, თუმცა ჰპატიობს ამას.
იმის გამო, რომ ჰარის არ აღმოაჩნდება წამლების სახელმძღვანელო, იგი იღებს სლაგჰორნის კაბინეტის ბიბლიოთეკის წიგნს - ’წამლების ვრცელი კურსი’, რომელიც აღნიშნულია, როგორც ნახევარპრინცის საკუთრება. მისი იდუმალი ყოფილი მფლობელის მიერ წიგნში ბევრი შენიშვნაა დატოვებული და, მათი დახმარებით, ჰარი ხდება წამლების საუკეთესო შემქმნელი სლაგჰორნის კლასში. სპეციალურ კონკურსში, რომელსაც სლაგჰორნი ატარებს, იგი იმარჯვებს და საჩუქრად მიიღებს წარმატების წამალს ’ფელიქს ფელიცისი’. ამავე პერიოდში იგი გაზეთებიდან შეიტყობს სიკვდილის მხვრელთა ქმედებების შესახებ - მათ მიერ მოკლულ იგორ კარკაროვსა და ჯადოსნური ჯოხების ოსტატ ოლივანდერის გატაცებაზე.
გადმოწერა
0 comments:
Post a Comment